კაზაკების ატამანი სოხუმში ხრამში გადაჩეხილი იპოვეს

კახაკების ატამანი სოხუმში ხრამში გადაჩეხილი იპოვეს

125სოხუმის კუბანის კაზაკების ნაწილის ატამანი, ვლადიმირ მოსკალენკო და ვალერი ჯუმიადი ხევში გადავარდნენ და დაიღუპნენ – ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე ტიგრან დელიბატიანი ავრცელებს ინფორმაციას.
“მომხდარის შესახებ წუხელ მივიღეთ ინფორმაცია. ჩვენი ჯგუფი მაშინათვე გაემგზავრა შემთხვევის ადგილას, სადაც ორი გვამი აღმოაჩინეს”- განაცხადა დელიბატიანმა. მისი თქმით, მოსკალენკო და ჯუმიადი ფეხით მიდიოდნენ. “მათი მანქანა სხვა ადგილას იდგა. არ გვაქვს სავარაუდო ვერსია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო”. მისი თქმით, აღნიშნული პირები 30-40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.
“ის ძალიან მშვიდი, წყნარი და სამართლიანი კაცი იყო. მან ბევრი რამე გააკეთა აფხაზეთისთვის. მონაწილეობდა სამამულო ომში” – აღნიშნა დელიბატიანმა.
მოსკალენკო 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში მონაწილეობდა. ის სხვა ამბოხებულებთან ერთად გუდაუთაში გაემგზავრა, სადაც ლესიკ ცუგბას ხელმძრვანელობით სამხედრო შეიარაღებული რაზმი შექმნა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო პროცესსზე დავით ბეჭვაიამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის საგარეო უწყება: პუტინს ერთი ზარით შეუძლია სირიის კონფლიქტის მოგვარება