კავშირი ტერორიზმთან – სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. განცხადება ამის შესახებ, საქმის პროკურორმა გააკეთა.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დაკავებულს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.

„გამოძიება მიმდინარეობს ასევე, სხვა მიმართულებით, ეს გახლავთ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმისდა მიხედვით, თუ რას დაადგენს გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მას დაუმძიმდეს ბრალდება. თუმცა, ამ ეტაპზე დადგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვა,“ – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა