ექსკლუზივი–ჰყავს თუ არა ქართველ ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებული

ჰყავს თუ არა ქართველ ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებული

xvicha-kvarcxeliaხვიჩა კვარაცხელია: „პედაგოგი არასოდეს მყოლია… თვითნასწავლი მომღერალი ვარ!“

ეკრანზე გამოჩდა თუ არა, ქართველ ლეონარდო დი კაპრიოდ მონათლეს. ამბობს, რომ სასცენო ფსევდონიმზე უფიქრია, მაგრამ საკუთარი სახელი ყურში ისე აქვს გამჯდარი, რომ ვერც წარმოუდგენია, სხვა სახელი ერქვას… რა გზა გამოიარა და რას ელოდება „THE VOICE- საქართველოსგან“ ხვიჩა კვარაცხელია? – „თაიმერი“ გთავაზობთ ინტერვიუს პოპულარული პროექტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მონაწილესთან.

– ხვიჩა, პირველივე გამოსვლაზე დიდი მოწონება დაიმსახურე, ზოგს შენი ნამღერი მოეწონა, ზოგს – გარეგნობა. ამიტომ, მოდი, ყველას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ. ვინაა ხვიჩა კვარაცხელია?
– ჩემს გამოსვლას, მართლაც, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა,რასაც ნამდვილად არ ველოდი…
– რატომ?
– იმიტომ, რომ უბრალო ადამინი ვარ, დიდი მიზნებითა და ოცნებებით.

ჰყავს თუ არა ქართველ ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებული
ალბათ, ბანალურ შეკითხვებს ვერ ავცდებით. როდიდან მღერი?
– პატარაობიდან – როგორც დედაჩემი ამბობს, ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი მელოდიებს რომ ვღიღინებდი. ჩემში სიმღერა იმდენადაა გამჯდარი, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომღერლობა შეიძლება, პროფესიაც ყოფილიყო. ამიტომ, მომღერლობაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა დაახლოებით, 2 წლის წინ, ეს შეხედულება შევიცვალე და იმ დღიდან ესტრადაზე დასამკვიდრებლად მთელი ძალებით ვიბრძვი.
– რა სტილის მუსიკას უსმენ?
– მუსიკის ჟანრებად დაყოფა არ მიყვარს, ანუ ყურადღებას ჟანრს კი არა, მუსიკას, მელოდიას, ტექსტს ვაქცევ. ამიტომ, უპირატესობას ზოგჯერ როკს ვანიჭებ,, ხან – პოპს, ხან – ბლუზს, ხან – სოულს, ხან კი, – რეპს.
– როგორია შენი მუსიკალური ხედვა – უბრალოდ, ემოციის ბგერებით გამოხატვა, ტექნიკური ჩვევა, შემოქმედებითი აქტი თუ სხვა რამ?
– ამ ეტაპზე, შემოქმედებითი აქტი არაა, რადგან ჯერ საკუთარ მუსიკას არ ვქნი, თუმცა ამ კუთხით იდეები მაქვს. უემოციო ნამღერი საშინლად არ მიყვარს. როგორი ტექნიკაც უნდა გქონდეს, თუ ნამღერში ემოცია არ ჩადე და ამით მსმენელს შენი მდგომარეობა არ დაანახე, მომღერლობა შენი საქმე არ გახდება და დროს ფუჭად დაკარგავ.
– შოუ-ბიზნესში რა გამოცდილება გაქვს?
– წელს სტუდენტურ დღეებში გავიმარჯვე და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტები გავმართე. რამდენიმე სიმღერა თბილისის ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზეც შევასრულე, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა – 40 000-იანი აუდიტორიის წინაშე პირველად ვიმღერე. ისე, SEU ART PROJECT-ის მომღერალი ვარ და კონცერტებსაც ხშირად ვმართავთ. ახლაც გრანდიოზული საახალწლო შოუსთვის ვემზადებით.
– რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა? რას მოგცემს?
– საქართველოში შოუ-ბიზნესი მეტ-ნაკლებად მხოლოდ მუსიკალური პროექტებით შემოიფარგლება. „ვოისი“ კი, იმის საშუალებას მაძლევს, რომ ჩემი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას ვაჩვენო. გარდა ამისა, პროექტი დამეხმარება, ჩემში ის რაღაც ახალი აღმოვაჩინო, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდი
– რას გეგმავ პროექტში და პროექტს გარეთ?
– წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვაპირებ, ყოველთვის ის ვიყო, ვინც ვარ და არა – შოუსთვის გამოგონილი „ტიპაჟი“. ვეცდები, ჩემი ყველა გამოსვლა მაყურებლისთვის საინტერესო  და განსხვავებული იყოს.

ჰყავს თუ არა ქართველ ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებული
– როგორი ურთიერთობა გაქვს ქეთასთან?
– თანდათან ვრწმუნდები, რომ ქეთა ჩემი საუკეთესო არჩევანი იყო. მიუხედავად იმისა,რომ ფიზიკურად ჩვეთან არაა, ძალიან მზრუნველია – ყოველ დღე „სკაიპით“გვერთვება,თავის ვიდეოებს გვიგზავნის და მაქსიმალურ კომფორტს გვიქმნის, რომ მისი აქ არ ყოფნა ვერ ვიგრძნოთ…
უდიდეს მადლობას ვუხდი ნატო დუმბაძესაც და, საერთოდ, „ვოისის“ შემოქმედებით ჯგუფს ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის.
– შენი ოჯახიც გაგვაცანი?
– ძალიან დიდი ოჯახი მყავს – დედა, მამა, ორი და და ორი დისშვილი. დედაჩემი ჩემთვის გმირი ქალია.ამ წლების განმავლობაში ბევრი,უბრალოდ,ფარ-ხმალს დაყრიდა, თუმცა მებრძოლი ხასიათი აქვს და მიზნისთვის ბოლომდე იბრძვის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.
– თავისუფალ დროს სად და როგორ ატერებ?
– ამ ეტაპზე თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს – ყოველ დღე რეპეტიცია, შეხვედრები დიზაინერთან, უნივერსიტეტის საქმეები და ა.შ., თუმცა მეგობრებს 5 წუთს მაინც ვუთმობ, რადგან მათთან ურთიერთობა იმ ენერგიას მაძლევს, რომ ამ დაძბულ გრაფიკს გავუმკლავდე.
– დღეს საქართველოში ძნელია, თავი სიმღერით ირჩინო. სიმღერის გარდა რამეს საქმიანობ?
– ჯავახიშვილში, ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. სამწუხაროდ, ყოველდღიური სამსახური არ მაქვს, თუმცა კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, ბარებში ვმღერი ხოლმე.
– შენი პედაგოგი ვინაა?
– პედაგოგი, როგორც ასეთი, არასოდეს მყოლია. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი მომღერალი ვარ, თუმცა იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ და რჩევებს მაძლევდნენ.
– სიმღერის ნიჭი მემკვიდრეობით გადმოგეცა?

ჰყავს თუ არა ქართველ ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებული
– წარმოშობით სამეგრელოდან ვარ – წალენჯიხაში დავიბადე, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო,დასავლეთის ჰავა ჩემზე ცუდად მოქმედებდა. ძალიან მიყვარს წალენჯიხა.დედაჩემმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი გაგვაჩნდა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. თავიდან ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა. პატარა ნაქირავებ ოთახში ხუთი სული ვცხოვრობდით. დედაჩემი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ოჯახი ერჩინა. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, თუმცა დღესაც ნაქირავებში ვცხოვრობთ, მაგრამ მატერიალურად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.
სიმღერის ნიჭი კი, ალბათ, მემკვიდრეობით გადმომეცა – ჩვენი ოჯახი ძალიან მუსიკალურია: დედაჩემი და ჩემი დებიც ძალიან კარგად მღერიან, თუმცა ეს გზა მხოლოდ მე ავირჩიე.
– შოუ-ბიზნესში დასამკვიდრებლად ყველა პირობა გაქვს. შეყვარებული გყავს?
– მოგეხსენებათ, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს, საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა კი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ მაქვს. ისიც ყველასთვის ნათელია, რომ მხოლოდ ნიჭით და გარეგნობით ვერაფერს გახდები, აუცილებელია, გვერდით გყავდეს გამოცდილი ადამიანი, ვინც ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარეა. ასევე გჭირდება ფინანსები, რომ საკუთარი პროდუქტი საზოგადოებას შესთავაზო, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს როდია…
ისე, შეყვარებული არმყავს. ძნელია, გაუძლო ცდუნებას, როცა ირგვლივ უამრავი ლამაზი გოგო ტრიალებს, მაგრამ ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობებისგან თავს ვიკავებ, რადგან ახლა ჩემთვის პრიორიტეტული კარიერაა.
– სახელ- გვარის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრია? ისე, როგორც ვიცი, მეტსახელი გაქვს…
– სიმართლე გითხრა, სასცენო ფსევდონიზე მფიქრია, რომელიც ჩემს პიროვნებას იქნება მორგებული, მაგრამ სამწუხაროდ,მსგავსი ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.THE VOICE- საქართველოს წყალობით, საზოგადოება უფრო ლეონარდო დი კაპრიოს სახელით გამიცნო, ვიდრე ჩემი ხვიჩა კვარაცხელიას სახელით, რამაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმ იდეაზე, რომ ფსევდონიმი, მართლაც, მჭირდება, თუმცა ბოლომდე არ გადამიწყვეტია, რადგან ჩემი სახელი ყურში იმდენად გამჯდარი მაქვს, რომ ვერც წარმომიდგენია, ხვიჩას გარდა, სხვა სახელი მერქვას.

www.timer.ge

https://youtu.be/B6_7JvjQeTM

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ მაპზე გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა ექნება საარჩევნო ხმებზე
შემდეგი სტატიაისლამისტების მიერ დანგრეული ისტორიული პალმირა… (VIDEO)