კავკასიის უნივერსიტეტს მამუკა ანდღულაძე ტოვებს

პროფესორ-მასწავლებლები კავკასიის უნივერსიტეტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ – ამჯერად ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული პოზიციის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობას მამუკა ანდღულაძე წყვეტს.

ლექტორი ემიჯნება კავკასიის უნივერსიტეტის დამოკიდებულებას სტუდენტების საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით და შვილების თაობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ლექციების კითხვა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლექციებზე შესვლა, სტუდენტებთან ახალი თემების განხილვა, დისკუსია და კამათი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

თუმცა, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. ამ ვითარებაში აღარ შემიძლია დავრჩე ამ უნივერსიტეტის ლექტორად, რაოდენ რთულიც არ იყოს სტუდენტებთან განშორება.

შესაბამისად, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.

პ.ს. რა თქმა უნდა, მიმდინარე სემესტრში ჩემს ვალდებულებებს პირნათლად შევასრულებ”. – წერს ანდღულაძე.

banner
წინა სტატიაშიმარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მესამე მოსმენით მიღება ვენეციის კომისიის აზრის დალოდების გარეშე, სამწუხაროა და არ ასახავს დიალოგის სულისკვეთებას
შემდეგი სტატია“ამორალური და ამაზრზენი” – პროკურორი დათო ნეფარიძე მომიტინგეების ცემაზე