10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კავკასიის მედიცინის ცენტრში სასულიერო პირები იკრიბებიან

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა. ასევე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად, ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც და სხვა სასულიერო პირები.

ცოტა ხნის წინ, კავკასიის მედიცინის ცენტში საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდნენ. კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც.

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

banner
წინა სტატიაში“ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო” – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
შემდეგი სტატიაილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება – კავკასიის მედიცინის ცენტრი