6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ილია მეორეზე: მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, — ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი სოფიო ასპანიძე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მოგვიანებით, კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: დღეს ბურთი ბრიუსელის მოედანზეა, მათ გააფუჭეს ეს ურთიერთობა
შემდეგი სტატიაელემენტის გადაყლაპვის შედეგად ბავში დაიღუპა