კავკასიელები სააკაშვილის მხარდამხარ…

 

,,თაიმერის,, ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ  უკრაინაში  წამოწყებულ პოლიტიკურ ბრძოლას, უკრაინელებთან ერთად  მხარდაჭერას უცხადებენ კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში მცხოვრები კავკასიელ ხალხთა დიასპორის წარმომადგენლებიც.

,,უკრაინის ახალი ძალების,, ლიდერს, უკრაინაში მცხოვრებ კავკასიელთაგან,  ქართველების გარდა, აზერბაიჯანელები, დაღესტნელები, ჩეჩნები და მცირე ოდენობით სომხებიც უჭერენ მხარს.

აღსანიშნავია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორისაგან გრძნობს, რომელიც ამ ქვეყანაში 500 ათასამდე ეთნიკური აზერბაიჯანელით არის წარმოდგენილი.  რაც შეეხება უკრაინაში აზერბაიჯანელთა გაერთიანებული დიასპორის ხლმძღვანელს – ჰიკმეთ ჯავადოვს, რომელიც ევრომაიდნის რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, თამამად შეიძლება ითქვას რომ ის, სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლად ჩამოყალიბდა, პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინელებთან და ქართველებთან ერთად, ჯავადოვი და მისი მეგობრები აზერბაიჯანული დიასპორიდან, აქტიურად მოქმედებდნენ კრაკოვიცეს სასაზღვრო პუნქტთან სექტემბრის დასაწყისში, როდესაც მხარდამჭერება სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს… სწორედ იმ დღიდან ჯავადოვისა და მისი თანამოაზრე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, პოროშენკოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული კონტროლი და შევიწროება დაიწყო, თუმცა ამ ფაქტმა ვერ გატეხა აზერბაიჯანელები და ისინი დღემდე აგრძელებენ სააკაშვილის მტკიცე მხარდაჭერას.

,,ჩვენ ამ ქვეყანაში ვიდექით მაიდნის გვერდით… ველოდით უკეთესობას მაგრამ ხელისუფლებამ უღალატა მაიდნის პრინციპებს… ამ ქვეყანაში 500.000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ჩვენც გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამიტომ სააკაშვილის მხარდამხარ ბრძოლა, ჩვენთვის უდიდესი სტიმულია,, აცხადებს Enter.News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, აზერბაიჯანელთა დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი ელშად იბრაჰიმოვი.

უნდა ითქვას, რომ ჯავადოვმა და აზერბაიჯანულმა დიასპორამ უკრაინაში , მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში დაუჭირეს მხარი. მაშინ,  როდესაც სააკაშვილმა, როგორც ოდესის გუბერნატორმა  და პრეზიდენტ პოროშენკოს ნდობით აღჭურვილმა პირმა, უკრაინაში ანტიკორუფციული მოძრაობის დაწყების შესახებ გამოაცხადა… ,,ჩვენ, როგორც უკრაინის მოყვარული ადამიანები, ჩვენც ვისურვებდით აქ ღირსეულ ცხოვრებას,, განაცხადა იმჟამად  ჯავადოვმა და სააკაშვილს უკრაინული დიასპორის მხარდაჭერა აღუთქვა.

იყო მცირეოდენი გაუგრებრობაც სააკაშვილის გუნდსა და აზერბაიჯანულ დიასპორას შორის, რაც უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის – ხატია დეკანოიძის მიერ 2016 წლის მარტში, ,,ფეისბუქში,, გამოქვეყნებულ პოსტს უკვაშირდებოდა. აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის განცხადებით, დეკანოიძემ კიევში ავტომობილების გატაცებაზე დაკავებული სომხეთის მოქალაქეები, ,,ფეისბუქში,, აზერბაიჯანელებად მოიხსენია, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა და მისგან ამ ინფორმაციის უარყოფა მოითხოვეს… აზებაიჯანულმა დიასპორამ, მაშინ ხატია დეკანოიძეს, შსს-ს სხვა ჩინოვნიკებთან ერთად, აზებაიჯანოფობიაში და არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი, თუმცა ამ ინციდენტს აზერბაიჯანელების განწყობაზე სააკაშვილის მიმართ, გავლენა არ მოუხდენია.

უკრაინაში მცხოვრებ ზოგიერთ აზერბაიჯანელს მიაჩნია, რომ სააკშვილის მიმართ აზერბაიჯანელთა დიასპორის კეთილგანწყობის უკან, შესაძლებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იდგეს… ,,ალიევი და სააკაკაშვილი ხომ დიდი ხნის მეგობრები არიან,, აცხადებენ ისინი.

რაც შეეხება სომხურ დიასპორას, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მას ამჟამად უკრაინაში შსს- მინისრტრი არსენ ავაკოვი და მისი მოადგილე, ერევანში დაბადებული და გაზრდილი – ტიგრან ავაკიანი ,,კრიშავენ,, ამიტომაც სომხური დიასპორა, სააკაშვილის ბრძოლის ავანგარდში წარმოდგენილი არ არის.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

 

 

banner
წინა სტატიაშისმოლენსკის კატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთია – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიამსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ნინო სურგულაძე უარს აცხადებს კრემლში გამოსვლაზე