კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების მანძილზე ქართული კულტურის განვითარებაში პოზიტიური წვლილი შეჰქონდათ, რაც მნიშვნელოვანია, სათანადოდ დაფასდეს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შობას ულოცავს საქართველოში არსებულ იმ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
„ქრისტეს შობის დღესასწაულზე ადამიანები ერთმანეთს მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს და მომავლის რწმენას უსურვებენ. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ამ კეთილ სურვილებს და საქართველოს კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
კათოლიკე და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების მანძილზე შეჰქონდათ პოზიტიური წვლილი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს წვლილი სათანადოდ იყოს დაფასებული და ჩვენს თანამემამულეებსა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც თავს ამ ეკლესიების მრევლს მიაკუთვნებენ, ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად იშრომონ, იღვაწონ და კვლავაც შეუწყონ ხელი ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას“ ,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე – ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, სახლში და არა საავადმყოფოში, ციხესა და სასამართლოში
შემდეგი სტატიასუიციდის ფაქტი თბილისში