კათოლიკოს-პატრიარქი დღეს მოსკოვში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

მოსკოვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.

პარაკლისის შემდეგ, 19:00 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქი ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.

ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად გაემგზავრა.

20 ნოემბერს, მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდა, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ, რუსეთის პატრიარქმა საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშითავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი დღეს საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა სოფელ ატოცის ორი მცხოვრები გაათავისუფლეს