10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მღვდელმთავრებთან ერთად სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ხუთ მღვდელმსახურთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge – კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

პატრიარქი მოესწრო ექვს პაპს:

პავლე VI

იოანე პავლე I

იოანე პავლე II

ბენედიქტე XVI

ფრანცისკე

ლეონ XIV

„მათგან პატრიარქი ილია მეორე საქართველოში შეხვდა ორ პაპს: 1999 წელს, წმინდა პაპ იოანე პავლე მეორეს და 2016 წელს პაპ ფრანცისკეს“, – აღნიშნულია კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო გვერდის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, უწმინდესი 17 მარტს გარდაიცვალა. ის სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

პატრიარქს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან საქართველოში კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
შემდეგი სტატიაირანში 19 წლის სპორტსმენი საჯაროდ ჩამოახრჩვეს