კატეგორიულად ვგმობ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას

სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში.

„კატეგორიულად ვგმობ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის“, – წერს იოჰანეს ჰანი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში 10 დეკემბერს ღამით საფეხბურთო მატჩის შემდეგ განხორციელებულ ორ ტერაქტს, დასავლური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით სულ ცოტა 13 ადამანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაჭრილია.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცი: თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთის მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება