კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო ბარიერის საკითხი ვაჭრობის საგანი გახდეს – ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი იქნება, რომ ოპოზიციამ საარჩევნო ბარიერის ვაჭრობით პარლამენტში შესვლა იმ რეალური პრობლემების მოგვარებაში გაცვალოს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება რომ ის პრიორიტეტული იყოს და სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მიღებული დავალება მეორეხარისხოვანი გახდეს.

„ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი ვაჭრობის საგანი გახდეს და ვინმემ – ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“ ისე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, ეს საკითხი გახადოს, დაარქვას ან გაასაღოს როგორც ერთგვარი კომპრომისი ან გამარჯვება – ასე შეფუთოს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს საკითხი იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი მხარისთვის და არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესმა საკითხებმა, რომელზეც ჩვენ საშინაო დავალება გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან, გადაინაცვლოს და ის მეორეხარისხოვანი გახდეს. ასევე, კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ვგულისხმობ, რომ საარჩევნო ბარიერის ვაჭრობით შემდეგ პარლამენტში შესვლა გაცვალოს იმ რეალური პრობლემების მოგვარებაში, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშითუ სტატუსის მონიჭების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პირობას ვაჭრობად აფასებენ, როგორც ჩანს, ეს არის შოკი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს ჩვენგან არ მოელოდა – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: “ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია”