კატეგორიულად მიუღებელია – გახარია “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია, “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს “კატეგორიულად მიუღებელია”.

“ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. მე სამწუხაროდ, არ ვიცი არაფერი, თუ მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ ოპერატორს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ჟურნალისტებს”,-თქვა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიUNICEF ქვეყნებს სკოლების რაც შეიძლება მალე გახსნისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაბოკერია – ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად