“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს”,_ თქვა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.
17 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, მომხდარი ნიკოს მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიებას უკავშირდებოდა. საქმეზე ბრალი წარედგინათ გურამ და დავით კაკულიებს, ასევე ზურაბ ჟვანიას შვილს – ბუსა ჟვანიას. ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.


















