“კატასტროფაა “ოცნებისთვის”, ყველა საკვანძო საკითხში ანტირეკორდი მოხსნეს”

“უკიდურესი ბრიყვი უნდა იყო, როდესაც სარკეში ჩაიხედავ და შენი სახე არ მოგეწონება, სარკეს დაუწყო მტვრევა, საკუთარ თავში უნდა იპოვო პრობლემები და არა სარკე ამტვრიო. ასე მოსდის ქართულ ოცნებას უკვე მე-7 წელია, ისინი ლანძღავენ ხან NDI-ის, ხან IRI-ის და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მათ მრუდე სახეს აჩვენებს სარკეში. კვლევის შინაარსი კატასტროფაა ქართული ოცნებისთვის, ყველა საკვანძო საკითხში ქართულმა ოცნებამ მოხსნა ანტირეკორდი.

აქვს თუ არა ქართულ ოცნებას ზრდის პერსპექტივა? მე გეტყვით რომ, ამ კვლევის მიხედვით არა. ნეგატიურისკენ მიდის ქვეყნის განვითარება, რომელიც როგორც წესი ემთხვევა ხოლმე მმართველი პარტიის რეიტინგს. დაახლოებით 20% აფასებს დადებითად ქვეყნის განვითარებას დადებითად და 20%-ია დაახლოებით ქართული ოცნების რეიტინგი. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ქართულ ოცნებას, რომ პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს, ეს თითქმის შეუძლებელია, იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებმა შეიყვანეს ქვეყანა. ”- ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგლავა NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მყოფი პირების, ისევე, როგორც უწყებებისა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობის შეფასების უარყოფითი მაჩვენებელი გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი შოთაძე იქნება