კატასტროფა მეტროში, ასობით დაღუპული-ინგლისში სწავლებები მიმდინარეობს+ფოტო

ასობით დაღუპული, ათასზე მეტი დაშავებული და ნანგრევებში მოყოლილები, ევროპის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტექნოგენური კატასტროფის შედეგად – ასეთია საერთაშორისო სწავლების სცენარი, რომელიც ინგლისში, ჰენტის საგრაფოში მიმდინარეობს.
ლონდონის ერთ-ერთი ხალხმრავალი მეტრო “ვატერლოოს” მრავალსართულიანი სახლი დაინგრა. ნახევრად დანგრეული ვესტიბიული, გვირაბი და 7 რელსებიდან გადასული მეტროს ვაგონი – ათასობით დაზიანებული ადამიანი, ბევრი სისხლისგან იცლება, მათ სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.
მოხალისეები მგზავრების როლში.

წვრთნაში მონაწილეობენ ბრიტანეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ექიმები, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და დაახლოებით 2 ათასი მოხალისე, რომლებიც მსხვერპლის როლს თამაშობენ.

შექმნილი გარემოება რეალურთან მაქსიმალურად არის დაახლოებული. სისხლი, ყვირილი, დახმარების შესახებ თხოვნა – სწავლება რეალისტურად გამოიყურება – წერს “ბიბისი” სწავლების ადგილიდან გაკეთებულ რეპორტაჟში.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიკრემლი: მოსკოველი გოგონას მოკვლაში ნაციონალური მოტივი არ იკვეთება
შემდეგი სტატიასირიაში ჟურნალისტების ავტობუსი დაცხრილეს