კატასტროფა ყაზბეგში – დაღუპულებს შორისაა პილოტი ილიკო ბაიდაშვილი

ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის დაღუპულია პილოტი ილიკო ბაიდაშვილი, თანამშრომლების გადმოცემით, ილიკო გამოცდილი პილოტი იყო და წლების განმავლობაში ეწეოდა ამ საქმიანობას.

ილიკო ბაიდაშვილი 45 წლის იყო, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ყაზბეგში, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. კომპანია “ავიატორ პლიუსის” კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაადვოკატი ანა კოტეტიშვილი მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას არ გამორიცხავს