10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

მათი ცნობით, ვერტმფრენი კატარის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს და ამჟამად ვერტმფრენში მყოფი მეშვიდე პირის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მდგომარეობაც გაურკვეველია.

კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი „რუტინულ სამსახურებრივ მოვალეობას“ ასრულებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: სახალხო ქადაგების დროს, პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ თვისებას
შემდეგი სტატია„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს ისრაელში, ერთი ადამიანი ემსხვერპლა