8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

კატარმა უარყო ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ისრაელის მე-12 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ კატარი “არ მონაწილეობს ირანის წინააღმდეგ კამპანიაში” და დასძინა, რომ ქვეყანა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებშია ჩართული.

მან ასევე განაცხადა, რომ კატარის სამხედრო ძალებმა ირანული რაკეტების მიერ ჰამადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთეს.

ისრაელის მე-12 არხი წერდა, რომ კატარმა იერიში თეირანის მიერ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე თავდასხმის პასუხად მიიტანა.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები შესაძლოა საუდის არაბეთმაც მალე დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშისაგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება
შემდეგი სტატიაჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს