9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

კატარმა, ომანმა და საუდის არაბეთმა დაარწმუნეს ტრამპი, არ დაებომბა ირანი – რას ამბობს ოფიციალური პირი?!

საუდის არაბეთმა, კატარმა და ომანმა დაარწმუნეს ტრამპი, არ დაებომბა ირანი.

საუდის არაბეთის ოფიციალური პირის ინფორმაციით, სპარსეთის ყურის სამეულმა „გრძელი, შესანიშნავი და ბოლო წუთის დიპლომატიური ძალისხმევა გასწია, რათა პრეზიდენტი ტრამპი დაერწმუნებინა, ირანისთვის კეთილი განზრახვის გამოვლენის შანსი მიეცა“.

„სპარსეთის ყურის ქვეყნების ძალისხმევა რეგიონში უკონტროლო სიტუაციის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ჩვენ ვაშინგტონს ვუთხარით, რომ ირანზე თავდასხმა რეგიონში სერიოზული შედეგების სერიას გაუხსნიდა გზას. ეს იყო უძილო ღამე რეგიონში მეტი ბომბის განსაბლოკად… კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს მოპოვებული ნდობისა და არსებული კარგი სულისკვეთების გასამყარებლად“, – განაცხადა საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირმა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების დონე შემცირდა 14 იანვარს ამოქმედებული გაძლიერებული განგაშის შემდეგ. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ალ-უდეიდიდან გაყვანილი აშშ-ის თვითმფრინავები თანდათანობით ბრუნდებიან ბაზაზე.

banner
წინა სტატიაშიპუტინის თქმით, სანამ კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები მშვიდობისთვის მზად იქნებიან, რუსეთი მიზნებისკენ სწრაფვას გააგრძელებს
შემდეგი სტატიაკატარი სირიის ბანკებში მსხვილ წილებს შეიძენს