3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

კატარმა ირანის თავდასხმების გამო გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა

კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, QatarEnergy-მ, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყნის საკვანძო ენერგოობიექტები ირანიდან გაშვებული დრონების სამიზნე გახდა.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა მესაიდისა და რას ლაფანის ინდუსტრიულ ზონებში, რამაც საწარმოო პროცესის პარალიზება გამოიწვია.

ოფიციალური უწყების ცნობით, ერთი დრონი მესაიდის ელექტროსადგურის წყლის რეზერვუარს მოხვდა, ხოლო მეორემ რას ლაფანში მდებარე QatarEnergy-ს კუთვნილ ობიექტს მიაყენა ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის შედეგად მსხვერპლი არ ფიქსირდება, კომპანიამ უსაფრთხოების მოტივით წარმოება სრულად შეაჩერა. ამჟამად მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შეფასება, რის შემდეგაც ენერგოოპერაციების აღდგენის ვადები დაზუსტდება.

კატარი მსოფლიოში გათხევადებული ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, რის გამოც წარმოების შეფერხება გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტის რისკებს ზრდის. QatarEnergy-მ განაცხადა, რომ მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებს და რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე გააგრძელებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.

banner
წინა სტატიაშიირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობაზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოყვა
შემდეგი სტატიამთავრობა 76 ათას მიუსაფარ ძაღლს სტერილიზაციისთვის თავშესაფარში გადაიყვანს – დადგენილება