კატარის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ნავთობზე ისევ დაეცა ფასი

kata1ნავთობის მსფოლიო ფასი ისევ დაეცა კატარის დედაქალაქ დოხაში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეხვედრის უშედეგო დასრულების შემდეგ.
ლონდონის ICЕ ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი 7%-ით 40,16$-მდე დავარდა.
WTI მარკის ნავთობმაც 7%-ით დაიკლო. ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რომელიც გარკვეულწილად ირანის პოზიციამ გამოიწვია – ისინი სანქციების მოხსნის შემდეგ რამდენიმე თვეა დაუბრუნდნენ ბაზარს და ამ მიზეზით ნავთობის წარმოებას ვერ შეწყვეტენ. მისი პოზიცია გაიზიარა საუდის არაბეთმაც.
კატარის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა,რომ სამიტზე მონაწილე მხარეებს მეტი დრო სჭირედბათ პრობლემის გასაანალიზებლად.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე – გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება და არა საქართველოს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არჩევნების თემაზე შეთანხმება უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას დასჭირდება