15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

კატარის სანაპიროსთან ტანკერს “დაუდგენელი ჭურვი” მოხვდა – თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

საუდის არაბეთში სამრეფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საჰაერო იერიში წითელი ზღვის იანბუს პორტში Saudi Aramco-ს სამრეფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რამაც „მინიმალური ზიანი“ გამოიწვია.

მანამდე, ირანმა საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში მდებარე რამდენიმე ნავთობის ობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ამასთან, ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ინფორმაციით, კატარის სანაპიროსთან ტანკერს „დაუდგენელი ჭურვი“ მოხვდა.

დარტყმის შედეგად ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტის საცხოვრებელთან ამოუცნობი დრონები დააფიქსირეს – “ვაშინგტონ პოსტი”
შემდეგი სტატიათავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესზე უწყების თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს