კატარის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ ბაშარ ასადი აფინანსებს ტერორიზმს

კატარის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ ბაშარ ასადი აფინანსებს ტერორიზმს

09კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ალ-ატიამ მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრისას სირიის პრეზიდენტი ბასარ ასადი მკაცრად გააკრიტიკა და მას ტერორიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი უწოდა. “კატარს არ შეუძლია რუსი მეგობრების ბაშარ ასადის კანონიერებასთან დაკავშირებით შეხედულებები გაიზიაროს” – განაცხადა არაბული სახელმწიფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
“რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლა. ჩვენი შეფასებით ბაშარ ასადი და მისი არაადამიანური რეჟიმი ტერორიზმს მხარს უჭერენ და მათი ერთ-ერთი სპონსორია” – განაცხადა ალ-ატიამ.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მოლაპაარკებების შემდეგ განაცხადა, რომ ბაშარ ასადისადმი დამოკიდებულება ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ქვეყნების ტერორიზმთან ბრძოლის ხედვაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა რუსეთის სანქციებისგან ტურიზმის დაცვა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაკალოევი: არ მანაღვლებს როგორ განმასახიერებს შვარცნეგერი