15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი: სანაოსნო მარშრუტების დარღვევას შეიძლება, სერიოზული შედეგები

საზღვაო მარშრუტები ვაჭრობის საგნად არ უნდა იყოს გამოყენებული,- განცხადება კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანმა გააკეთა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ესაუბრა ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის და „ყველა მხარის მიერ შუამავლობის მცდელობებზე პოზიტიური რეაგირების აუცილებლობას“ გაუსვა ხაზი.

„ხაზგასმით აღვნიშნე საზღვაო მარშრუტების გახსნისა და ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვაჭრობის საგნად არ იქნება გამოყენებული. სანაოსნო მარშრუტების დარღვევას შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური ენერგეტიკისა და სურსათის მარაგებისთვის“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას დაექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიმადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან
შემდეგი სტატიაპიტერ მადიარი: მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში