კატარის მომლაპარაკებლების ჯგუფი ირანში იმყოფება და ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კატარის დელეგაცია თეირანში აშშ-თან შეთანხმებით ჩავიდა.
„როიტერის“ თანახმად, კატარის დელეგაციის მიზანია, დაეხმაროს „საბოლოო შეთანხმების მიღწევას, რომელიც დაასრულებს ომს და მოაგვარებს ირანთან არსებულ გადაუჭრელ საკითხებს“.
ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-თან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა უთანხმოებები შემცირდა. დაბრკოლებებს შორის არის ირანის მიერ ურანის გამდიდრება და სრუტეზე კონტროლი.
დოჰას ხელახლა ჩართვა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა კატარი ასობით რაკეტითა და დრონით დაბომბა, რომელთა სამიზნეც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რას ლაფანში მდებარე მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების ობიექტი იყო. ამ თავდასხმამ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის სიმძლავრის დაახლოებით 17 პროცენტი გაანადგურა. ქვეყანამ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება 2 მარტს ირანის დარტყმების შემდეგ უკვე შეაჩერა.
















