კატარი სირიის ბანკებში მსხვილ წილებს შეიძენს

კატარი სირიის ბანკებში მსხვილ წილებს შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, კატარული ჯგუფი „ესტითმარ ჰოლდინგი“ სირიის „შაჰბა ბანკს“ დაეუფლება და „სირიის საერთაშორისო ისლამური ბანკის“ 30-პროცენტიან წილს შეისყიდის.

„როიტერის“ თანახმად, ეს ნაბიჯი სირიისთვის აშშ-ის სანქციების მოხსნას მოჰყვა და იმ დროს გადაიდგა, როდესაც სირიის ცენტრალური ბანკი ცდილობს საბანკო სექტორის რეკაპიტალიზაციას, რომელიც 14-წლიანი ომისა და დასავლეთის სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ესტითმარს“, რომელიც დოჰაში დაფუძნებული კონგლომერატის, Power International Holding-ის ნაწილია, სირიელ-კატარელი ძმები მუთაზ და რამეზ ალ-ჰაიატები ხელმძღვანელობენ.

კატარული კომპანია „შაჰბის“ აქციების საკონტროლო პაკეტის 60%-ს მიიღებს Banque Bemo Saudi Fransi-სა და Ahli Trust Bank-ის აქციების გამოსყიდვის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკატარმა, ომანმა და საუდის არაბეთმა დაარწმუნეს ტრამპი, არ დაებომბა ირანი – რას ამბობს ოფიციალური პირი?!
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე “ქართული ოცნებისგან“ BBC-ისთვის გაგზავნილი წერილის გამოქვეყნებას ითხოვას