კატალონიის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა პარლამენტს გადადოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

კატალონიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა მოუწოდა ავტონომიის პარლამენტს გადადოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და აწარმოოს ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. მისი თქმით, 1 ოქტომებრს ჩატარებულმა რეფერენდუმმა ხალხის ნდობით აღჭურვა კატალონიის პარლამენტი, რათა ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს.
“მილიონობით კატალონიელი თვლის, რომ ერთადერთი ვარიანტი არის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება”, – თქვა პუჩდემონმა. ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC.

banner
წინა სტატიაშიზაქრო კალაშოვს დროებით კახაბერ ფარფალია ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური პოსტი-ვინ იქნება პატრიარქის შემცვლელი