კატალონიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გვარდიოლა – მსოფლიოს მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2017 22:43

კატალონიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გვარდიოლა – მსოფლიოს მიმართავს

40.000-მდე მომიტინგე კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა.
მანიფესტაციაში მონაწილეობა მიიღო კატალონიის ავტონომიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს პლებისციტის ჩატარებას დაუჭირა მხარი. ,,რეფერენდუმი ეს არის დემოკრატია,, აცხადებს პუჩდემონი.
მანიფესტანტები განსაკუთრებული ოვაციით შეეგებნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, ამჟამად ,,მანჩესტერის,, მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას, რომელმაც მომიტინგეების წინაშე მოფლიოს მიმართა.
,,ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ დახმარება აღმოგვიჩინონ. ჩვენ მივმართავთ ყველა დემოკრატს ევროპაში და მთელ მსოფლიოში, რომ მხარი დაგტვიჭირონ ჩვენ კატალონიის უფლებების დაცვაში, რომელიც საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, პოლიტიკური თვითგამოხატვის თავისუფლებასა და ხმის მიცემის უფლებაზე,, განაცხადა პეპ გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მადრიდი, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს კატალონიელებს არ გაუვათ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2017 22:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics