კატალონიაში დაძაბულობა იზრდება

კატალონიის დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების დღიდან, ბარსელონას და სევილიას ქუჩები მიტინგების მოედანი გახდა.
გრაციოს მოედნის მიტინგს, სადაც მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, შეუერთდნენ ცენტრალური ხელისუფლების და ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიის წარმომადგენლები.
იმავდროულად, გაიზარდა მითქმა-მოთქმა, რომ კატალონიის ავტონომიის ლიდერი კარლეს პუჩდემონს ან დააპატიმრებენ ან კიდევ, იგი თავშესაფარს მოსთხოვს ბელგიას. ბელგიის ემიგრაციის მინისტრის თეო ფრანკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, ამჟამინდელ სიტუაციაში, ხსენებული შესაძლებლობა არ არის რეალობას მოკლებული.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის ლიდერს პუჩდემონს ჩამოერთვა თანამდებობა და მისი უფლებები გადაეცა ცენტრალურ ხელისუფლებას.
ბოლო ინფორმაციებით, ევროკავშირმა განაახლა მადრიდის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა

banner
წინა სტატიაში,,ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება”
შემდეგი სტატიაევროპაში ქარიშხლის შედეგად