კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 38 წლის მამაკაცია, რომელიც კასპში ხელოსანთან, მანქანის შესაღებად თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. გასროლა ხელოსნის სახლში განახორციელდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთმა კი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც გასროლა განახორციელა, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქიოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოოფელ ხურჩასა და კოკში შეხვდა