კასპის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

კასპის საავადმყოფოში 31 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, მშობიარეს გარდაცვალებამდე რაიმე გართულება არ აღენიშნებოდა. ოჯახი ექიმების უყურადღებობაზე საუბრობს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სამედიცინო პერსონალი კი ყვება რომ ორსული ქალბატონის მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ახალშობილი.

banner
წინა სტატიაშისოფელ აწყურში სამშენებლო ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5დღის განმავლობაში შეეძლებათ