კასპის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმმა სამუშაოები განაახლა

კასპის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმმა სამუშაოები განაახლა.ყარაფილასა და ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანს შორის ორი ტრაქტორით ხნულებს ავლებენ. უკანონო სამუშაოები ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან, დაახლოებით, ასი მეტრის მოშორებით მიმდინარეობს.

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია სოფელ ყარაფილას მიმდებარედ გუშინ დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების დავალება გასცა
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია – ძალიან კარგი ამბავი, ბიბლუსმა გამოთქვა მზაობა, ბაბუას მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ბიბლიოთეკა გახსნას