კასპის რაიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს

კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროდან, რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს. ელდარ ბუბულაშვილი და მურაზ გვინდაძე საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუუფლებენ.
„ორი ადგილობრივი მცხოვრებია დაკავებული. გარეთ გამოვედი და როგორც დედამისმა თქვა, პოლიცია იყო და იმათმა უთხრეს, რომ დაკავებულები ცხინვალში ჰყავთ მეტი არაფერი არ ვიცით“- აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

banner
წინა სტატიაში„ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება
შემდეგი სტატიადღეს, „დედამიწის საათი“ აღინიშნება