კასპის მუნიციპალიტეტის სოფელში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში. შეშით დატვირთული სატვირთო მანქანა დაგორდა და ხეს დაეჯახა. სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 30 წლამდე მამაკაცმა.

მისი გადარჩენა კასპის საავადმყოფოს ექიმებმა ვერ მოახერხეს.

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პირველ სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ