უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ხომალდს დაარტყეს.
მათივე ცნობით, თავდასხმა კასპიის ზღვაში ასევე განხორციელდა კომპანია „ლუკოილის“ კუთვნილ ჭაბურღილზე.
„19 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული პროექტის, 22460-ის სამხედრო ხომალდი „ოხოტნიკი“. ის კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, თავდასხმა, რომელიც უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, პარასკევს ღამით მოხდა, ბოლო კვირების განმავლობაში კასპიის ზღვაში რუსული საბურღი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების სერიის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებმა თავდასხმა ოფიციალურად აღიარეს.
უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად „ფილანოვსკის“ ნავთობის პლატფორმის საბურღი პლატფორმა დაზიანდა.

















