კასპიის მილსადენების კონსორციუმის შავი ზღვის ნავთობტერმინალზე დრონით თავდასხმის გამო, ყაზახეთი უკრაინას აკრიტიკებს

კასპიის მილსადენების კონსორციუმის შავი ზღვის ნავთობტერმინალზე (CPC) დრონით თავდასხმის გამო, ყაზახეთი უკრაინას აკრიტიკებს. CPC-ის განცხადებით, მან ოპერაციები მას შემდეგ შეაჩერა, რაც უკრაინის საზღვაო დრონით თავდასხმის შედეგად მისი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნოვოროსიისკის პორტის წყლებში საერთაშორისო კასპიის მილსადენების კონსორციუმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგ განზრახ თავდასხმას აპროტესტებენ.

„ეს ინციდენტი წარმოადგენს აგრესიის მესამე აქტს სამოქალაქო ობიექტის წინააღმდეგ, რომლის ფუნქციონირება დაცულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით“, – განაცხადეს სამინისტროში.

როგორც „როიტერი“ წერს, კასპიის მილსადენების კონსორციუმის შავი ზღვის ნავთობტერმინალი გლობალური ნავთობის 1%-ზე მეტს ამუშავებს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის პოლიციამ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა – დაკავებულები არიან ოპოზიციონერები
შემდეგი სტატიაუნგრეთის პრემიერ-მინისტრი: “უკრაინა „ბუფერული ზონა“ უნდა გახდეს”