კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის გოგო დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, იმ ავტომანქანის მძღოლმა, სადაც გოგონა იჯდა, მართვა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.













