,,Kaspersky Lab,,-ციფრული სამყარო საფრთხეები

მსოფლიოში ცნობილი ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის – ,,Kaspersky Lab,, -ის წარმომადგენლებმა დღეს თბილისში სემინარი გამართეს, ,, ციფრული სამყარო საფრთხეები”, ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც ქართული მედიის და ბლოგოსფეროს წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ,,ქორთიარდ მარიოტის,, ერთ-ერთ დარბაზში 21-ე საუკუნის დანაშაულის შესახებ ერთობ ანალიტიკურად და საინტერესოდ მსჯელობდნენ, ვინაიდან აღნიშნული პრობლემა კონკრეტული პროფესიული პროფილის ჩარჩოებს ცდება. კიბერდანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ; როგორც რიგითი ინტერნეტ მომხმარებლები, მოზარდები, ისე მთელი რიგი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები.

რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტ უსაფრთხოების კუთხით ? როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი სივრცე ? ჩვენი ფინანსები ? ჩვენი ფსიქიკა ? – ამ კითხვებზე პასუხები გასცეს, ,,Kaspersky Lab Global,,-ის ცენტრის დირექტორის მოადგილემ – სერგეი ნოვიკოვმა და ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში არმენ კარაპეტიანმა, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად ერევნიდან ჩამოვიდა. სამამაულო მედიის და აიტი სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ დაიცვან მათი პერსონალური კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, ვინაიდან მედიის წარმომადგენლები კიბერ დამნაშავეებისთვის ყოველთვის გემრიელ ლუკმას წარმოვადგენთ. ღონისძიების ბოლოს მიწვეულ სტუმრებს გადაეცათ სპეციალური საჩუქრები.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია „ციანიდის საქმეზე“ „ფეისბუქსში“ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს
შემდეგი სტატია(video) გავრცელდა სტალინის დაკრძალვის აქამდე უცნობი კადრები