კასიანოვი НТВ-ს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების გამო არ უჩივლებს

rusetiiiრუსეთის ოპოზიციური პარტია „პარნასის“ ლიდერი, მიხეილ კასიანოვი ტელეკომპანია НТВ-ს, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სასამართლოში არ უჩივლებს – ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეო 1 მარტს გამოაქვეყნა რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ტელე-არხმა, სადაც კასიაკოვის და მისი თანაპარტიელის, ნატალია პელევინას ინტიმური ცხოვრება იყო აღბეჭდილი. პელევინა ტელეკომპანიას უჩივლებს – ასე განაცხადა რადიოკომპანია „დოჟდთან“ საუბარში თავად პელენევამ. კასიაკოვის თქმით, კი სასამართლოში მიმართვას აზრი არა აქვს, რადგანაც მას შედეგი მაინც არ ექნება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში გაჩენილი ხანძარი 3,5 ათას კვ.მ.-ს მოედო
შემდეგი სტატიაკერის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის პრობლემა სამხედრო ძალებით ვერ გადაწყდება