კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიტბორა რუსი სამხედროების სანგრები რამდენიმე სოფელში კი ევაკუაცია გამოცხადდა

უკრაინული მედია ავრცელებს სატელიტით გადაღებულ კადრებს, სადაც ბელგოროდის წყალსაცავის დანგრევის შედეგები ჩანს .

მათი ინფორმაციით, კაშხლის სიახლოვეს მდებარე მნიშვნელოვანი ტერიტორიები უკვე დატბორილია და წყალი გავრცელებას განაგრძობს, თანდათანობით იტბორება მიმდებარე ტერიტორია. Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიტბორა რუსი სამხედროების სანგრები. რამდენიმე სოფელში კი ევაკუაცია გამოცხადდა. თვალსაჩინოებისთვის, მედია სატელიტის მიერ 20 ოქტომბერსა და 25 ოქტომბერს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რუსეთში ბელგოროდის წყალსაცავი დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნული კაშხლიდან გადმოსული წყალი, სავარაუდოდ, ვოლჩანსკის ტერიტორიას დატბორავს, სადაც ამჟამად რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი

 

banner
წინა სტატიაშირუსუდან თევზაძე: უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას
შემდეგი სტატიაკრემლი უკრაინული დრონების მოლოდინში