“კასაბლანკას” უკანასკნელი მსახიობიც გარდაიცვალა

3ფრანგი მსახიობი მადლენ ლებო გარდაიცვალა, რომლის ყველაზე პოპულარული ფილმი “კასაბლანკა” იყო. ლებო 92 წლის ასაკში 1 მაისს ესპანეთში გარდაიცვალა – “ბიბისი” დღეს, 15 მაისს წერს.
მადლენ ლებო “კასაბლანკას” მსახიობებიდან უკანასკნელი იყო. ის მელოდრამაში, რომელიც 1942 წელს გადაიღეს, ივონს თამაშობს, მთავარი გმირის, რიკის უარყოფილ საყვარელს.
ერთ-ერთ სცენაში ის თვალცრემლიანი ყვირის “გაუმარჯოს საფრანგეთს”, რომლის შემდეგაც კლუბში “რიკთან” მყოფები “მარსელიოზას” იწყებენ, გერმანელი ოფიცრების სიმღერის ჩასახშობად.

ლებო 1923 წელს პარიზთან ახლოს დაიბადა, მან 1940 წელს საფრანგეთი თავის ქმართან, ებრაული წარმოშობის ფრანგ მსახიობთან მარსელ დალიოსთან ერთად დატოვა და ჰოლივუდში გადავიდა.
1963 წელს ლებო ფედერიკო ფელინის კლასიკურ შედევრში “რვა ნახევარი” ეპიზოდურ როლს თამაშობს.

banner
წინა სტატიაშირუსულ LifeNews-სს ჯამალამ და პროდუსერებმა კომენტარი არ მისცეს
შემდეგი სტატიავენესუელა: მარუდო გაფიცულ ქარხნებში შეჭრით იმუქრება