კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს – ვოლსკი

კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ვოლსკის თქმით, მას შემდეგ რა ინფორმაციაც სუს-მა გამოაქვეყნა, არ ჰგონია, რომ რელევანტურია შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კანონში ცვლილებების დაჩქარებულად მიღება.

„კარავზე იყო ლაპარაკი, უსაფრთხოების სამსახური გარკვეულ გეგმებზე ლაპარაკობდა და ამ გეგმების ერთ ერთი ფრაგმენტი იყო, რომ კარავში უნდა მოხდეს რაღაცის აფეთქება, ან რაღაც ისეთის შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციისთვის პროცესების განვითარებას. ზოგადად, მანიფესტაცია არავის შეუზღუდავს, მაგრამ მანიფესტაციები, რომლებიც იგეგმება, არის ის სცენარი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი, რასაკვირველია, კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება “ევროპა უსამართლოდ მოგვექცა” და “ევროპამ მიგვატოვა” – გვარამია
შემდეგი სტატიაჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას, უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რათა ნებისმიერი საფრთხე ავაცილოთ ჩვენს საზოგადოებას – მიქანაძე