,,კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს, შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი – კარავი, ბალიშები”

ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას და მის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან მიჰქონდათ კარვები, იქ ასევე უნდა მისულიყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, თუმცა, როგორც სარალიძე განმარტავს, მას სამართალდამცველებმა კარავი წაართვეს.

„შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი – კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს“, განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობს.

„დაველოდოთ და გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაპირებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდებიან ყველაფერს, წინასწარ არაფერს ვამბობ“, – განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის უფლებას არ მისცემს
შემდეგი სტატიასტრასბურგში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი დააკავეს