კარვების გაშლისას მომხდარი ინციდენტი – შვილმოკლულ მამებს განუცხადეს, რომ სასამართლო გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სადაც კარვებია გაშლილი, შვილმოკლულ მამებთან სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიციელმა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს განუცხადა, რომ 11 სექტემბერს მომხდარ კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამები კი პროტესტს არ წყვეტენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, 2019 წელი „მკვლელმა ხელისუფლებამ“ ისევ დაიწყო, როგორც 2018 წელს მოქმედებდა. შვილმოკლული მამის შეფასებით, სამართალდამცველები მისი და ზაზა სარალიძის დაშინებას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ