კარწახში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, მ.ს-ს, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები (25 ცალი) აღმოუჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს ეცნობა.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკის ბაღის თანამშრომელმა ცივი იარაღით სამი ჩვილი მათი მამა და თანამშრომელი დაჭრა
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა