კარტოგრაფების საქმე, ივანიშვილის რეჟიმის უდაბლესი და სამარცხვინო სტანდარტებითაც კი გამორჩეულად სამარცხვინოა-ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, კარტოგრაფების საქმე ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი სამარცხვინოა, რადგან ორი პოლიტიკასთან შეხებაში არ მყოფი ადამიანი შესწირეს საქმეს, სადაც ფორმალურადაც კი არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა.

ბოკერიას თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს გაკეთდა საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისათვის.

”მთლიანად კარტოგრაფების საქმე, ივანიშვილის რეჟიმის უდაბლესი და სამარცხვინო სტანდარტებითაც კი გამორჩეულად სამარცხვინოა, რადგან ორი ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი საქმეზე, სადაც ფორმალურად დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. თვითონ ფაქტი არ არსებობს, რაზეც პროპაგანდას აწარმოებენ, საქართველო და აზერბაიჯანი ვერ შეთანხმდნენ დავით-გარეჯის იმ მონაკვეთზე, სადაც დავა არის წლებია, საზღვარზე, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ჰქონდა მყარი პოზიცია და სამწუხაროდ აზერბაიჯანს დღემდე არ აქვს შეცვლილი ეს პოზიცია იმ მონაკვეთთან დაკავშირებით.
ამიტომ, ამ ხალხს აბრალებენ იმას, რაც არც მომხდარა და ყველამ იცის, რომ ეს გაკეთდა საარჩევნო კამპანიაში ზოგადად ოპონენტების დემონიზებისათვის და ამას შესწირეს ორი აბსოლიტურად უდანაშაულო, პოლიტიკასთან შეხებაში არ მყოფი ადამიანი, სამარცხვინო ამბავია.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება
შემდეგი სტატია“პარლამენტში როდის შევალ არ ვიცი, მანდატს არ ჩავაბარებ”: “პატრიოტების” მე-4 ნომერი