„კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რესპუბლიკა სერბსკაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – სასამართლოს დღეს ბრალდების და დაცვის მხარეები მიმართავენ