კარპენტერი ინაშვილზე: საქართველოში პრორუსული ძალები აქტიურნი არიან

“საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ ყოფილიყო გამძლე რუსული პროპაგანდის და რუსული გავლენის მავნე პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო იარაღების წინააღმდეგ. თუმცა, საქართველო კვლავ რჩება მოწყვალდი მის წინააღმდეგ, და ეს ეპიზოდი სწორედ ამას აჩვენებს. ამ ქვეყანაში პრო-რუსული ძალები აქტიურნი არიან და ცდილობენ საკუთარი მესიჯის დანერვას. რაც უფრო ეფექტურად შეებრძოლებიან და გააქარწყლებენ ამ გზავნილებს ქართველები, მით უკეთესი. თუმცა სამწუხაროა, რომ მსგავსი მოსაზრების მქონენი მმართველი კოალიციის ნაწილნი არიან ”-ამ განცხადებით საერთაშორისო მიმომხილვევლმა, მაიკლ კაროპენტერმა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მისვლა და ღონისძიების ჩაშლის მცდელობა შეაფასა.

ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიკრამერი – საკითხი ეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზების ძიებას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი დევიდ კრამერს მიმართავს – თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ, რადგან საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის წევრს მიაყენეთ შეურაცხყოფა