“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების შემუშავებისას უნდა იქნას გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არ იცავს შეთანხმებებს. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა სამშვიდობო გეგმა კიევში უნდა მიიღონ. სწორედ უკრაინა გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა და აგრესორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია.”-წერს პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი X-ზე.
გუშინ უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ


















